რუსთავში, ქვემო ქართლის საოლქო და რუსთავის რაიონული პროკურატურის ახალი ადმინისტრაციული შენობა გაიხსნა
30.05.2018


პროკურატურის მუშაკთა პროფესიული დღისა და საქართველოს პროკურატურის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, რუსთავში, ფიროსმანის ქუჩაზე, ქვემო ქართლის საოლქო და რუსთავის რაიონული პროკურატურის ახალი ადმინისტრაციული შენობა გაიხსნა.

ახალი ოფისი საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ გახსნა, თანამშრომლებს პროფესიული დღე, პროკურატურის 100 წლის იუბილე მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა. 

პროკურატურის ახალი შენობის გახსნას, ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, მთავარი პროკურორის მოადგილეები, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენლები, ლიეტუვის, უკრაინის, ბელარუსის, სომხეთის რესპუბლიკების მთავარი პროკურორები და სხვა სტუმრები ესწრებოდნენ. ღონისძიების ფარგლებში, პროკურატურის ახალ ოფისში, სათანადო ტექნიკური მოწყობილობებით აღჭურვილი, არასრულწლოვანზე მორგებული გამოკითხვის ოთახის პრეზენტაციაც გაიმართა. პროექტი გაერო-ს ბავშვთა ფონდისა და ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელდა. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის და რუსთავის რაიონული პროკურატურის ახალ ადმინისტრაციულ შენობას საძირკველი 2017 წლის თებერვალში ჩაეყარა. მანამდე, საოლქო და რაიონული პროკურატურა 1949 წელს აშენებულ, ძველ, ამორტიზებულ შენობაში იყო განთავსებული. ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა ოთხსართულიანია და 1400 კვადრატულ მეტრ ფართს მოიცავს. მშენებლობისთვის თანხები მთავარი პროკურატურის ბიუჯეტიდან გამოიყო.


  • რუსთავში, ქვემო ქართლის საოლქო და რუსთავის რაიონული პროკურატურის ახალი ადმინისტრაციული შენობა გაიხსნა
  • რუსთავში, ქვემო ქართლის საოლქო და რუსთავის რაიონული პროკურატურის ახალი ადმინისტრაციული შენობა გაიხსნა
  • რუსთავში, ქვემო ქართლის საოლქო და რუსთავის რაიონული პროკურატურის ახალი ადმინისტრაციული შენობა გაიხსნა

KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017

სახელწოდება: ა(ა)იპ "ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტო"
იურიდიული მისამართი: ქ. რუსთავი, კოსტავას გამზ. #1
ხელმძღვანელი პირი: აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ღურწკაია
საიდენტიფიკაციო ნომერი: 416301978
ტელეფონი: +995 577 20 55 30
ელ.ფოსტა: info@kkrda.ge