სამხარეო ადმინისტრაციაში სტიქიის მიზეზებზე იმსჯელეს
04.06.2018


რუსთავში, 2 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგების, სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობისა და სანიაღვრე სისტემების მოწესრიგების საკითხებზე იმსჯელეს დღეს ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე.

შეხვედრას ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, გუბერნატორის მოადგილე ალექსანდრე მეტრეველი, მერის მოადგილე დავით კეკელიძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციის“ ქვემო ქართლისრეგიონული სამსახურისა და კომპანია „ბი-პის“ წარმომადგენლები დაესწრნენ.

შეხვედრის მონაწილეებმა სანიაღვრე არხებისა და წყალსაწრეტი სისტემების რეკონსტრუქცია-მოწყობისთვის დაგეგმილი სამუშაოები და მომავალში, უხვი ნალექის შემთხვევაში მსგავსი შედეგების პრევენციის გზები განიხილეს.

ქალაქის სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციის კონკრეტული პროექტების განხილვის მიზნით, უახლოეს პერიოდში, სხვადსხვა უწყების წარმომადგენლებთან შეხვედრა დაიგეგმა.


  • სამხარეო ადმინისტრაციაში სტიქიის მიზეზებზე იმსჯელეს
  • სამხარეო ადმინისტრაციაში სტიქიის მიზეზებზე იმსჯელეს
  • სამხარეო ადმინისტრაციაში სტიქიის მიზეზებზე იმსჯელეს
  • სამხარეო ადმინისტრაციაში სტიქიის მიზეზებზე იმსჯელეს

KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017

სახელწოდება: ა(ა)იპ "ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტო"
იურიდიული მისამართი: ქ. რუსთავი, კოსტავას გამზ. #1
ხელმძღვანელი პირი: აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ღურწკაია
საიდენტიფიკაციო ნომერი: 416301978
ტელეფონი: +995 577 20 55 30
ელ.ფოსტა: info@kkrda.ge