სახელმწიფო პროგრამებსა და სერვისებზე მოსახლეობის ინფორმირების მიზნით ქვემო ქართლში საინფორმაციო კამპანია იწყება
06.06.2018

ქვემო ქართლში საინფორმაციო კამპანია გაიხსნა, რომელიც სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ რეგიონის მოსახლეობის მაქსიმალურ ინფორმირებას ითვალისწინებს.

ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნული კამპანია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ეთნიკური უმცირესობებისთვის იქნება.

„კამპანიის მიზანია თითოეულმა მოქალაქემ მისთვის გასაგებ ენაზე მიიღოს ინფორმაცია, იმ სიკეთეებისა და შესაძლებლობების შესახებ, რომელსაც სახელმწიფო სხვადასხვა მიმართულებით სთავაზობს მათ“, – აღნიშნავენ ადმინისტრაციაში.

შეხვედრის მიმდინარეობისას მონაწილეებმა ამ მიმართულებით საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს.

საინფორმაციო კამპანია ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ინიციატივითა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით ხორციელდება.საინფორმაციო შეხვედრები 11 ივნისიდან დაიწყება და ერთი თვის განმავლობაში, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს.

შეხვედრას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, ლაშა დარსალია, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბოხუა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი ქვემო ქართლის რეგიონში, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

წყარო: პირველი არხი 

  • სახელმწიფო პროგრამებსა და სერვისებზე მოსახლეობის ინფორმირების მიზნით ქვემო ქართლში საინფორმაციო კამპანია იწყება

KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017

მისამართი: ქ. რუსთავი, კოსტავას #1
ტელეფონი: +995 341 25 56 05
ელ.ფოსტა: info@kkrda.ge