"დამწერლობა ქართული" და „მოხატული კერამიკა“
29.06.2018


საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების აღსაზრდელებისთვის აგრძელებს ახალი შემეცნებითი პროექტების - "დამწერლობა ქართული" და „მოხატული კერამიკა“ -ს განხორციელების პროცესს. პროგრამის პრეზენტაციას სააგენტოს სპეციალისტები ქვემო ქართლის 3 მუნიციპალური ერთეულის ქართულენოვანი და არაქართულენოვანი საჯარო სკოლის მოსწავლეთათვის განახორციელებენ. 27 ივნისიდან 29 ივნისის ჩათვლით წარმართულ საგანმანათლებლო-შემეცნებით კურსს ბოლნისის, მარნეულისა და დმანისის მუნიციპალიტეტების მოსწავლეები გაივლიან. ქვემო ქართლში შემეცნებითი პროექტების პრეზენტირების ინიციატივა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, არასამთავრობო ორგანიზაცია „საყდრისის კომიტეტის“ წევრებმა შესთავაზეს, რომლებიც პროექტების განხორციელების ეტაპებში თანაორგანიზატორების რანგში ჩაერთვებიან. პროგრამა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საგანმანათლებლო სამსახურის სპეციალისტების მიერ შეიქმნა, მიზნად მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი არამატარიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურის პოპულარიზაციას ისახავს. პროგრამის მსვლელობისას მოზარდები გაეცნობიან ქართული ანბანის განვითარების ეტაპებს; სპეციალურად მომზადებული თვალსაჩინოებების საშუალებით, მათ ასომთავრული ტექსტების ამოკითხვისა და შექმნის საშუალება მიეცემათ. პროგრამა „მოხატული კერამიკა“-ს ფარგლებში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების აღსარდელებს მიეცემათ თიხის ჭურჭლის მოხატვის საშუალებაც. შემეცნებითი კურსი, რომელსაც თავად სააგენტოს საგანმანათლებლო სამსახურის თანამშრომლებმა წარმართავენ, ქვემო ქართლის მოსწავლე ახალგაზრდების შემდეგ, საქართველოს სხვა დიდი ქალაქების სასწავლო დაწესებულებების აღსაზრდელებსა და სტუდენტებსაც მოიცავს. ამ დრომდე არნიშნული პროგრამები სააგენტოს თანამშრომლებმა თბილისისა და ქუთაისის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების აღსარდელების პარალელურად და ქალაქ კრაკოვში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებსაც გააცნეს.

წყარო; საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო

https://www.heritagesites.ge/ka/news_item/174#

 



KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017

სახელწოდება: ა(ა)იპ "ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტო"
იურიდიული მისამართი: ქ. რუსთავი, კოსტავას გამზ. #1
ხელმძღვანელი პირი: აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ღურწკაია
საიდენტიფიკაციო ნომერი: 416301978
ტელეფონი: +995 577 20 55 30
ელ.ფოსტა: info@kkrda.ge