ქვემო ქართლში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, საჯარო სკოლის წარმატებული კურსდამთავრებულები ქობულეთში საზაფხულო ბანაკში დაისვენებენ
11.07.2018

ქვემო ქართლში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, საჯარო სკოლის წარმატებული კურსდამთავრებულები ქობულეთში საზაფხულო ბანაკში გაემგზავრებიან. 
ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ, რეგიონის საჯარო სკოლების წარმატებულ კურსდამთავრებულებს, რომლებიც სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან არიან, ასევე სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტების გამარჯვებულ ხუთ ახალგაზრდას მარნეულისა და წალკის მუნიციპალიტეტებიდან, მიღწეული წარმატებებისთვის დღეს სპეციალური სიგელები გადასცა და ახალი ინიციატივის შესახებ ისაუბრა.

როგორც შეხვედრის მიმდინარეობისას გახდა ცნობილი, წელს, პირველად, გრიგოლ ნემსაძის გადაწყვეტილებითა და საქართველოს სტუდენტური პარლამენტის მხარდაჭერით, ქალაქ წალკის #2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული გოჩა ცეცხლაძე, ქალაქ მარნეულის #5 საჯარო სკოლიდან სერგო და სანდრო ხარშილაძეები, სოციალურ-საგანმანათლებლო მედიაპროექტ ,,ეტალონის“ მეორე ადგილოსანი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანიდან მილენა ადამიანი, ასევე, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირაჩმუღანლოდან სასკოლო-საგანმანათლებლო ოლიმპიადების მრავალგზის გამარჯვებული მალაქ აშიროვა, ქობულეთში, საზაფხულო ბანაკში გაემგზავრებიან, სადაც ხუთი დღის განმავლობაში, სხვადასხვა სახის, სპორტულ და შემეცნებით აქტივობებში ჩაერთვებიან.

წალკისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები თავის მხრივ წარჩინებული ბავშვების მატერიალურ წახალისებას უზრუნველყოფენ.

  • ქვემო ქართლში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, საჯარო სკოლის წარმატებული კურსდამთავრებულები ქობულეთში საზაფხულო ბანაკში დაისვენებენ

KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017

სახელწოდება: ა(ა)იპ "ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტო"
იურიდიული მისამართი: ქ. რუსთავი, კოსტავას გამზ. #1
ხელმძღვანელი პირი: აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ღურწკაია
საიდენტიფიკაციო ნომერი: 416301978
ტელეფონი: +995 577 20 55 30
ელ.ფოსტა: info@kkrda.ge