საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი - თამარ ტალიაშვილი ათეა-ს აღმასრულებელ დირექტორთან - დავით მელუასთან და მის მოადგილესთან - ნათია ღვინაშვილთან ერთად ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში - ტომაშ პერნიცკის, ასევე ჩეხეთის რესპუბლიკის ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების კავშირის ( SMO CR ) და უცხოური განვითარების თანამშრომლობის მეწარმეთა პლატფორმის (PPZRS) ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.
ჩეხეთის საელჩოში გამართულ ღონისძიებაზე, მხარეებმა საკუთარი ორგანიზაციების შესახებ ისაუბრეს და ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმები დასახეს.
თამარ ტალიაშვილმა, რომელიც შეხვედრას უძღვებოდა, ორგანიზატორებს ამ ტიპის ფორმატში გამართული ღონისძიებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები და ორი ქვეყნის გამოცდილების გაზიარება პროდუქტიული და სასარგებლო იქნება, როგორც საქართველოს, ასევე ჩეხეთის რესპუბლიკის მუნიციპალიტეტებისთვის.
დავით მელუამ ორ ქვეყანას შორის მრავალწლიან ურთიერობაზე ისაუბრა და ათეა-სა და ჩეხეთის რესპუბლიკის ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების კავშირის თანამშრომლობას გაუსვა ხაზი.
მისი განცხადებით, აღნიშნული ასოციაციების ერთობლივი განვითარების პროექტი - ,, გამოცდილების გაზიარება, თუ როგორ უზრუნველვყოთ გარემოსდაცვითი ინვესტირება კომუნალურ სერვისებში“ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარებაში.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობა მიიღო ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ექსპერტმა.
ნინო ზურაბიშვილმა დამსწრე საზოგადოებას ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და დეცენტარლიზაციის მნიშვნელობასა და საქართველოს მიერ ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე დეტალურად ისაუბრა.
შეხვედრის დასასრულს დისკუსია გაიმართა, სადაც მხარეებმა აღნიშნული პროექტის მნიშვნელობასა და მისი განხორციელების გზებზე ისაუბრეს.
ღონისძიებას სხვადასხვა მუნიციპალიტეტებისა და ათეა-ს წარმომადგენლები, ასევე დედაქალაქის საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.
KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017