გუბერნიაში საკონსულტაციო საბჭოს მორიგი ხდომა გაიმართა
17.07.2018

ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში მოქმედ საკონსულტაციო საბჭოსთან, ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით, სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. 
როგორც ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ განაცხადა, სამუშაო ჯგუფს ვიცე-გუბერნატორი ალექსანდე მეტრეველი უხელმძღვანელებს. ჯგუფის წევრები, ქვემო ქართლში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იმსჯელებენ და აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას პრიორიტეტების განსაზღვრის პროცესში.
სხდომის მიმდინარეობისას, საუბარი შეეხო მიუსაფარ ცხოველთა რეგიონული თავშესაფარის მშენებლობის საკითხსაც. გრიგოლ ნემსაძის განცხადებით, საწყის ეტაპზე, მუნიციპალიტეტებში პრობლემის შესწავლის მიზნით, მონიტორინგი განხორციელდება და შემდგომ უკვე შემუშავდება მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობისათვის პროექტი.

  • გუბერნიაში საკონსულტაციო საბჭოს მორიგი ხდომა გაიმართა

KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017

სახელწოდება: ა(ა)იპ "ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტო"
იურიდიული მისამართი: ქ. რუსთავი, კოსტავას გამზ. #1
ხელმძღვანელი პირი: აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ღურწკაია
საიდენტიფიკაციო ნომერი: 416301978
ტელეფონი: +995 577 20 55 30
ელ.ფოსტა: info@kkrda.ge