ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე, კახა კობერიძე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ,,ქვემო ქართლის რეგიონის განვითარების ხელშეწყობის საინიციატივო ჯფუფის“ მიერ გამართულ ტურისტულ ღონისძიებას დაესწრო.
საინიციატივო ჯგუფის წევრებმა, სტუმრებს მუნიციპალიტეტში ტურისტული პოტენციალისა და არსებული სერვისების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. მოეწყო პრეზენტაციები, საგამოფენო სივრცე დაეთმო თემატურ ფოტო-მასალას, საუბარი შეეხო იმ საჭიროებების გამვლენას, რომელიც რეგიონის ტურისტული ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს.
ღონისძიებას ტურიზმის სამეცნიერო და აკადემიური წრეების წამყვანი სპეციალისტები, ტუროპერატორები, გიდები და თემით დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
წყარო : ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია
KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017