ქვემო ქართლის რეგიონის რწმუნებულის პოსტზე შოთა რეხვიაშვილი დაინიშნა. იგი იკავებდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას.
„შოთა რეხვიაშვილს აქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება სამართალდაცვით სფეროში. მჯერა, რომ ის ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა ქვემო ქართლში გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები რეგიონის წინსვლისა და განვითარებისთვის“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
დარწმუნებული ვარ, რომ ცენტრალურ ხელისუფლებასთან, ადგილობრივ თვითმმართველობასა და ქვემო ქართლის მოსახლეობასთან ერთად აუცილებლად მივაღწევთ რეგიონის სწრაფ განვითარებას, - ამის შესახებ ქვემო ქართლის ახალმა გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც სახელმწიფო რწმუნებულმა აღნიშნა, ის სრულად აცნობიერებს დაკისრებულ პასუხისმგებლობას.
„მინდა პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს მადლობა გადავუხადო თანამდებობაზე წარდგენისა და ნდობისათვის. სრულად ვაცნობიერებ პასუხისმგებლობას. მე კარგად ვიცნობ ქვემო ქართლის მოსახლეობის საჭიროებას და რეგიონის პოტენციალს. ქვემო ქართლს მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის განვითარების რეალური პერქსპექტივა აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ცენტრალურ ხელისუფლებასთან, ადგილობრივ თვითმმართველობასა და ქვემო ქართლის მოსახლეობასთან ერთად აუცილებლად მივაღწევთ რეგიონის სწრაფ განვითარებას“, - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.
KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017