შეხვედრა ნორვეგიის ადგილობრივი თვითმმართველობის და მუნიციპალურ საწარმოთა ასოციაციის ექსპერტებთან
30.08.2018

ნორვეგიის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა ასოციაციის და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით ქობულეთში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება ათეა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა - დავით მელუამ გახსნა, სადაც “ინტერმუნიციპალურ თანამშრომლობასა’’ და ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებაზე იმსჯელეს.

შეხვედრას საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ბ-ნი დავით მელუა, ნორვეგიის ადგილობრივი თვითმმართველობის და მუნიციპალურ საწარმოთა ასოციაციის ექსპერტები, KS-ის საერთაშორისო პროექტების ხელმძღვანელი ელიტა ცეკულე და KS-ის საერთაშორისო პროექტების უფროსი მრჩეველი ბიორნ რანგევარი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი მირიან ქათამაძე, მარნეულის მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე, მუნიციპალური მართვის საკონსულტაციო ჯგუფის წევრები, პლატონ კალმახელიძე და სოფიკო ჯიქია, ასევე საქართველოს ადგილობრივი თვითმართველობათა ეროვნული ასოციაციის წევრები ესწრებოდნენ.

სამუშაო შეხვედრის მიზანს ნორვეგიის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა ასოციაციის და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის 2015-2018 წლების თანამშრომლობის პროგრამის მიმდინარეობა და მიკრო - პროექტების განაცხადების განხილვა წარმოადგენდა.

  • შეხვედრა ნორვეგიის ადგილობრივი თვითმმართველობის და მუნიციპალურ საწარმოთა ასოციაციის ექსპერტებთან

KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017

სახელწოდება: ა(ა)იპ "ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტო"
იურიდიული მისამართი: ქ. რუსთავი, კოსტავას გამზ. #1
ხელმძღვანელი პირი: აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ღურწკაია
საიდენტიფიკაციო ნომერი: 416301978
ტელეფონი: +995 577 20 55 30
ელ.ფოსტა: info@kkrda.ge