ქვემო ქართლის ახალმა გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა რეგიონში მიმდინარე ინფრასრუქტურული პროექტების გაცნობა გარდაბნის მუნიციპალიტეტიდან დაიწყო.
შოთა რეხვიაშვილი დღეს გარდაბანში საბავშვო ბაგა-ბაღების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. გუბერნატორმა 11 ბაღში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივი ხელისუფების წარმომადგენლებთან ერთად, შემსრულებელი კომპანიების წარმომადგენლებს გაესაუბრა.
ქვემო ქართლის ახალი გუბერნატორი ბაღების რეაბილიტაციის დასრულების ვადებით დაინტერესდა და ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს ხარისხთან დაკავშირებით გარკვეული რეკომენდაციები მისცა.
როგორც შოთა რეხვიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, გარდაბნის მუნიციპალიტეტში სულ 23 საბავშო ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, პროექტების ფარგლებში რემონტდება, როგორც შიდა ინფრასტრუქტურა, ასევე ხდება ეზოების კეთილმოწყობაც. მისივე თქმით, პროექტების მიმდინარეობისას უმნიშვნელვანესია ხარისხი. რეხვიაშვილის განცხადებით სამუშაოები ბაღებში ხარისხიანად და დროულად უნდა განხორციელდეს იმისათვის, რომ პატარებს საშუალება ჰქონდეთ სრულფასოვანი სკოლამდელი აღზრდა, შესაბამის და თანამედროვე გარემოში მიიღონ.
დღეისათვის ქვემო ქართლის მასშტაბით, სარემონტო სამუშაოები 34 ბაგა-ბაღში მიმდინარეობს.
KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017