ქვემო ქართლის გუბერნატორმა მერებთან და საკრებულოების თავმჯდომარეებთან საკონსულტაციო საბჭოს პირველი სხდომა გამართა
31.08.2018

ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი, შოთა რეხვიაშვილი უძღვებოდა. მხარის გუბერნატორმა, მუნიციპალიტეტებში მიმდინარე პროექტების ხარისხზე გაამახვილა ყურადღება და საბჭოს წევრებთან ერთად, დეტალურად, განიხილა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული 2017-2018 წლის ინფრასტრუქტურული სამუშაოები.
ქვემო ქართლის გუბერნატორის შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობით ზოგადად კმაყოფილია, თუმცა არის საკითხები, რომლებიც ძალიან მალე უნდა გამოსწორდეს, ეს ეხება როგორც სამუშაოების შესრულების ვადებს, ასევე ხარისხსაც.
„კიდევ ერთხელ შევჯერდით თემებზე, რომელიც არის მოსაგვარებელი და გასააქტიურებელი, გავიარეთ საკასო შესრულებები. ზოგადად კმაყოფილი ვარ, თუმცა არის ვადებშიც და ხარისხშიც გარკვეული შეფერხებები და ჩვენ ეს ყველაფერი ძალიან მალე უნდა გამოვასწოროთ“, - განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა.

სხდომის მიმდინარეობისას, მხარისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელმა პირებმა ერთობლივად იმსჯელეს, რეგიონის განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ.

  • ქვემო ქართლის გუბერნატორმა მერებთან და საკრებულოების თავმჯდომარეებთან საკონსულტაციო საბჭოს პირველი სხდომა გამართა

KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017

სახელწოდება: ა(ა)იპ "ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტო"
იურიდიული მისამართი: ქ. რუსთავი, კოსტავას გამზ. #1
ხელმძღვანელი პირი: აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ღურწკაია
საიდენტიფიკაციო ნომერი: 416301978
ტელეფონი: +995 577 20 55 30
ელ.ფოსტა: info@kkrda.ge