ბოლნური ღვინის გზა და მევენახეობა-მეღვინეობის ისტორია
05.06.2018


წყარო: გაზეთი ბოლნისი

ბოლო წლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტი ყურადღებას იპყრობს არა მარტო უამრავი კულტურული ძეგლით და 200 წლიანი  გერმანული უბნებით, არამედ საოჯახო მარნებით და ქვევრის ბოლნური ღვინოებით. ბოლნისურ ვაზსა და ღვინოს ისეთივე დიდი წარსული და ისტორია აქვს, როგორიც „სიონის“ ტაძარს.

ერთ დროს თითქოს  მივიწყებული საქმიანობა, დღეს ისევ პოპულარული ხდება. ძველი ქართული ტექნოლოგიით დამზადებული ქვევრის ბოლნისური  ღვინო არაერთხელ მოექცა არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიო ყურადღების ცენტრში. მას უკვე მრავალი პროფესიონალი თუ იმპორტიორი იცნობს. მალე ბოლნისური ღვინო შესაძლოა ამერიკულ ბაზარზეც მოხვდეს. დღეს ბოლნისში 30 საოჯახო მარანია, ძირითადად გვხვდება ძველი აღდგენილი ვაზის ჯიშებისგან დამზადებული ღვინოები, როგორიცაა: საფერავი, რქაწითელი, თავკვერი, გორული მწვანე და სხვა. ქვევრის ღვინო უძველესი ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილია, სწორედ ამის დასტურად, იუნესკომ ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.

გზას, რომელიც ბოლნისურმა ღვინომ გაიარა, დიდი წარსული აქვს. ისტორიული მასალებიდან ცნობილია, რომ საქართველო არის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც ადამიანმა ჯერ კიდევ ნეოლითის ხანაში ველური ვაზი „გააკულტურა“ და „გააშინაურა“. საქართველოს, და მათ შორის ბოლნისის რეგიონს, ღვინის კულტურასთან 8000 წლიანი ისტორია აკავშირებს, რასაც მიუთითებს არქეოლოგიური (თიხის ქვევრები, ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს ფიალები) და ეთნოგრაფიული მასალები, წერილობითი წყაროები, მდიდარი ხალხური ტერმინოლოგია და სიმღერები.ძველი საქართველოს ეკონომიკაში,  ქართველი ხალხის ყოფა-ცხოვრებაში და ქონებრივ კეთილდღეობაში მევენახეობა-მეღვინეობის დარგს განსაკუთრებული ადგილი ეკავა. ქართული ღვინო უძველესი დროიდან საექსპორტო საგანს წარმოადგენდა, რასაც საფუძვლიანად აღნიშნავდა აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი.

უძველეს დროში, მევენახეობა-მეღვინეობის მაღალ პროფესიულ დონეს გვამცნობს ბოლნისის რეგიონში არსებული ორნამენტული ხელოვნების ნიმუშები, კულტურის ძეგლები, ეთნოგრაფიული და ლიტერატურული წყაროები, ხალხური თქმულებები და ზნე-ჩვეულებები, სწორედ ბოლნისში, „არუხლოს ნასახლარზე“ არქეოლოგიური გათხრების დროს, აღმოჩენილია ყურძნის წიპწები, რომელიც ძველი წელთაღრიცხვით VI ათასწლეულს განეკუთვნება, ასევე აღმოჩენილია უძველესი თიხის ქვევრები, მათ შორის, თერმოსის მსგავსი ორმაგკედლიანი ქვევრები, რომლებიც, სავარაუდოდ, ღვინის თერმული დამუშავებისთვის იყო განკუთვნილი,  რაც უნიკალური მოვლენაა მთელს მსოფლიოში. IX-X საუკუნეებში ბოლნისის მიდამოებში მდებარე ერთი მონასტრის ტიპიკონის ნაწყვეტიდან ჩანს, რომ იქ სამონასტრო მეურნეობაში ყურძნის, ბაბილოსგან დაყენებული ღვინო ცალკე „საბაბილო ჭურჭელში“ ინახებოდა. ამავე წარწერებიდან ირკვევა, რომ ჯერ კიდევ თამარ მეფის დროს, ბოლნისში თეთრი, მწვანე და შავ-წითელი ყურძენი ცალკე იკრიფებოდა და იწურებოდა. ხოლო გიორგი მთაწმინდელის გადმოცემით, ბოლნისის მიდამოებში დამზადებული ღვინოები, სამ ხარისხად იყოფოდა: „მსუბუქი ღვინო“, „საშუალო“ და საუკეთესო თვისებების „უმჯობესი ღვინო“.

XIII-XIV საუკუნეებში მონღოლთა, სპარსთა და ოსმალთა სისტემატიური შემოსევების და ომების გამო, ბოლნისის მიდამოებში მცხოვრები მოსახლეობა ან ამოწყდა, ან აიყარა და გადასახლდა. ამ პერიოდში, ისტორიული ცნობებით, აქ მხოლოდ საფერავი და მწვანე ყურძენიღა იყო გავრცელებული.

ბოლნისის რაიონში მევენახეობა-მეღვინეობის შემდგომ განვითარებას ხელი შეუწყო გერმანიის იმპერიიდან 1818 წელს ჩამოსახლებულმა შვაბმა კოლონისტებმა, რომლებსაც ვენახის გაშენება-დამუშავების და ღვინის წარმოების ცოდნა არ გააჩნდათ. გულმოდგინე და შრომისმოყვარე გერმანელებმა, ადგილობრივი მოსახლეობისგან კარგად შეისწავლეს და 1565 ჰექტარზე გააშენეს მუსკატის, მაჩერას,  იზაბელას, რქაწითელის, საფერავის, ალიგოტეს, გორულასა და სხვა საღვინე მაღალ ხარისხიანი ვაზის ჯიშები, რასაც აღნიშნავს გერმანელი კოლონისტი -ერნსტ ალმენდიგენი თავის წიგნში „ეკატერინენფელდი, გერმანული სოფელი კავკასიაში 1818-1941 წლებში“. წიგნში ვკითხულობთ, რომ XX საუკუნის დასაწყისში, ეკატერინენფელდში ისე განვითარდა მევენახეობა, რომ სოფლის მოსახლეობა საკუთარი ძალებით ვეღარ ახერხებდა ყურძნის მოკრეფა-გადამუშავებას, ამიტომ დააარსეს მეღვინე-ამხანაგობა „უნიონი“ და 1908 წელს გააშენეს ღვინის ქარხანა თავისი უნიკალური ინფრასტრუქტურით, მარნებითა და სარდაფებით. ღვინის რეალიზება საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში და რუსეთის იმპერიის სხვადასხვა ქალაქებში ხდებოდა. ნატურალური ღვინო სახელად, „კავკასიური წითელი“ ყოველწლიურად რუსეთის იმპერიის კარზე იგზავნებოდა. ბოლნისში დღესაც  ფუნქციონირებს გერმანელების მიერ გაშენებული ღვინის ქარხანა, სადაც მზადდება მაღალხარისხიანი კონიაკის სპირტი, რომელიც ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებში იყიდება.

ბოლო ათწლეულებია ბოლნისური ვაზის სიკეთეზე აღარავის უსაუბრია, სოფლის მეურნეობის  ერთ დროს წარმატებული დარგი, თითქოსდა მივიწყებას მიეცა. დაიკარგა აქცენტი ხარისხზე, ბოლნისი ამ კუთხით  ჩრდილში აღმოჩნდა და ბევრმა ადგილობრივმა ვაზის მოვლა შეწყვიტა, თუმცა რამდენიმე წელია, განსაკუთრებული გემოვნური თვისებების ბოლნისური ღვინო, წარმატებულ და ძალიან მაღალი დონის ქართული ღვინის მარათონს უბრუნდება.  აქტიურად გრძელდება ქვევრის ღვინის უდიდესი და უძველესი ტრადიცია. ქართულ ღვინოზე მოთხოვნა იზრდება, ძველ ტრადიციებზე დაყრდნობით, ბოლნისში მზადდება და ისხმევა ორიგინალური არომატული თვისებების მქონე, მაღალხარისხიანი ღვინოები, რომლებიც რესპუბლიკურ თუ საერთაშორისო კონკურსებზე იღებენ სხვადასხვა სინჯის მედლებს და ჯილდოებს. ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, მეცხრე წელია „ღვინის კლუბი“  ფესტივალს მართავს. წელს ბოლნისიდან მთაწმინდის პარკში 13 მარნის ღვინო იყო წარმოდგენილი. ფესტივალში მონაწილე მეღინეებმა სტუმრებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 2017 წლის მოსავლის ღვინოები დააგემოვნებინეს.

სოფიო ოქრიაშვილი, მეღვინე:

-ჩვენი ღვინო  „დევნო“ ქვევრის რქაწითელი და საფერავია, ფესტივალზე პირველად ვიღებთ მონაწილეობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მსგავსი სივრცეები გვეხმარება გაიცნონ საოჯახო მარნების ღვინოები, რათა მოხდეს შემდგომში მისი რეალიზება, ასევე ვეცნობით მეღვინეებს და ვუზიარებთ გამოცდილებას.

ნოველი ბრიკეტი, სომელიე:

-ბოლნისიდან ძალიან საინტერესო ღვინოებია წარმოდგენილი.  ძალიან გვიყვარს „თავკვერი“ და „საფერავი“. ბოლნისის და კახეთის ღვინოები რადიკალურად განსხვავდება, თქვენი უფრო თხელია და დასალევად ადვილი, ამასთანავე გამოირჩევა უნიკალური გემოთი. ბოლნისური ღვინის საინტერესო ისტორიას   აუცილებლად გავაცნობ ჩემს ამერიკელ მეგობრებს.

იაგო ხიტარიშვილი „ახალი ღვინის ფესტივალის“ დირექტორი:

-ფესტივალის იდეაა,  რეგიონებიდან რაც შეიძლება მეტი წარმომადგენელი დაინტერესდეს და ჩაერთოს, რადგან, ტრადიციულად, მევენახეობა ბევრ რეგიონში იყო განვითარებული. საბჭოთა პერიოდში ეს დარგი მივიწყებას მიეცა. ბოლო წლებია მეღვინეები გააქტიურდნენ. ბოლნისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კუთხეა, ის არა მარტო კულტურული თუ ისტორიული მხარეა, არამედ განთქმულია მეღვინეობის უძველესი ტრადიციით. ყოველწლიურად უფრო და უფრო იზრდება მონაწილეთა რაოდენობა.

ბოლნისურ ღვინოს უკვე კარგად იცნობენ საქართველოს ფარგლებს გარეთ. ქვევრის ტრადიციული ღვინით დაინტერესდა ამერიკელი ღვინის მაგისტრი ლიზა გრანიკი, რომელიც ბოლნისური წარმოებისა და ტრადიციების შესახებ საკუთარ წიგნში დაწერს. ხოლო იტალიელმა პროფესიონალმა მეღვინეებმა და სომელიებმა,  საფერავი იტალიაში სახელგანთქმულ „მარძემინს“, ხოლო „რქაწითელი“ – ქვევრის „რიბოლას“ შეადარეს. „ეს არის საოცარი გემოვნური თვისებებით გამორჩეული ღვინოები, დაყენების მეთოდებითა და ტრადიციებით, მთელს მსოფლიოს მოვუყვებით და გავაცნობთ საქართველოს“, ასე შეაფასეს იტალიელმა სტუმრებმა ბოლნისური ქვევრის ღვინო.

ქვევრი არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობაა, ეს უძველესი საღვინე ჭურჭელი ახლა მრავალი ქვეყნის მეცნიერთა შესწავლის საგანია, უცხოელი მეღვინეები ქვევრის ღვინოს თანდათან საპატიო ადგილს უთმობენ. დისტრიბუტორები კი საქართველოდან ქვევრის ნატურალური ღვინის ექსპორტს ზრდიან, ბოლნისური ტრადიციითა და ტექნოლოგიით დამზადებული ღვინო გამოირჩევა თავისი მრავალფეროვნებით, პატარა რეგიონში ერთი და იგივე ვაზის ჯიშისგან დაწურული ღვინო სხვადასხვა გემოვნური თვისებებით ხასიათდება, სწორედ ამან მოხიბლა კალიფორნიელი იმპორტიორი, რომელიც ბოლნისს რამდენიმე კვირის წინ სტუმრობდა. „ბოლნისში  ყოფნისას ღვინის მაგისტრმა ლიზა გრანიკმა აღნიშნა, რომ ამერიკული ბაზრისთვის ბოლნისური ღვინო ძალიან მნიშვნელოვანია, მისი რეკომენდაციით გვესტუმრნენ კალიფორნიელი მეღვინე იმპორტიორები, დიდი შანსია, რომ ჩვენი ღვინოები ამერიკულ ბაზარზე მოხვდეს, მან ხუთი საოჯახო მარნის, შვიდი სახეობის ღვინო დააგემოვნა, ბოლნისური ღვინოები, ნიადაგიდან გამომდინარე, მრავალფეროვანი გემოვნური თვისებებით გამოირჩევა. სწორედ ეს ხდება უცხოელი სტუმრებისთვის ინტერესის სფერო“. აღნიშნა ბოლნისელმა მეღვინემ გურამ ავქოფაშვილმა.

„საქართველო, კერძოდ ბოლნისი,  ის რეგიონია, რაზეც მე ფოკუსირებას ვახდენ, თქვენს  შესახებ მეგობრებისგან გავიგე, ისინი ხშირად საუბრობენ აქაურ ღვინოზე, კულტურასა და ტრადიციებზე. მართლაც კარგი ღვინოებია და ვფიქრობ იმაზე, თუ როგორ  გაიყიდება ეს ღვინოები მაღაზიებში და რესტორნებში“. აღნიშნა იმპორტიორმა სტაცინ რობინსმა.

1 ივნისს ელიას მთის კალთის მოჭრილ ტერასებზე წითელი ლენტი ერმა და ბერმა ერთად  გაჭრა და პირველი ვაზის დარგვა იზეიმა. ცერემონიალზე სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებმა, ღვინისა  და ტურისტული ბიზნესით დაკავებულმა სტუმრებმა და მასმედიის წარმომადგენლებმა 100 ძირი შავკაპიტოს ჯიშის ვაზი დარგეს.ელიას მთის ძირში ვაზის დარგვის ცერემონია ამით არ დასრულებულა, ტერასებზე 100 000 ცალი რამდენიმე სახეობის ვაზი გაშენდება, ეს ადგილი საუკუნეების წინანდელ საქმიანობას დაიბრუნებს და  ელიას მთაზე ღვინის წარმოება აღდგება. თუმცა მანამდე, ბოლნისის მუნიციპალიტეტი, უკვე წარმოებულის პოპულარიზაციას აქტიურად იწყებს. მონასტრის ტერიტორიაზე 20 საოჯახო მარნის ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.

„ნამდვილად აღფრთოვანებულები დავრჩით  ბოლნისური ღვინით. რამოდენიმე მარნის საუკეთესო ღვინო იყო წარმოდგენილი, ძალიან კარგად გამოხატული ადგილობრივი ჯიშური ტიპიურობით. ძალიან მოგვეწონა რქაწითელი, ასევე საფერავი.  დიდი ხელშეწყობაა რეგიონისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისგან, რომ განვითარდეს ეს მიმართულება, ასევე მნიშვნელოვანია პატარა საოჯახო მარნების დამოკიდებულება ამ საქმისადმი“. განაცხადა სახელმწიფო სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარემ ანა გოდაბრელიძემ.

მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა ბოლნისის მერმა დავით შერაზადიშვილმა, რომელმაც ხაზი გაუსვა ბოლნური ღვინის ისტორიულ მნიშვნელობას.ტრადიციულად, ბოლნისში წარმოებული ღვინო განკუთვნილი იყო როგორც საქართველოში, ასევე უცხოური ბაზრისთვის.  ასევე აღსანიშნავია, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან დაკავშირებული გეგმები.

,,ბოლნისის მუნიციპალიტეტს განსაკუთრებით დიდი პოტენციალი გააჩნია ღვინის ტურიზმის განვითარებისკუთხით. მოგეხსენებათ  ბოლნისი გერმანელების მიერ დაარსებული ქალაქია, სადაც შემორჩენილია გერმანულისახლები უნიკალური სარდაფებით, წლის განმავლობაში გერმანულ მარნებში ტემპერატურა 14-18 გრადუსს აღწევს. სწორედ ამ სარდაფებში ხდება ბოლნისური ღვინოების დაყენება, რომლებიც განსაკუთრებული გემოვნურითვისებებითა და არომატებითაა გამორჩეული და პოპულარობას დღითიდღე იძენენ. ყოველწლიურად იზრდებაბოლნისში საოჯახო მარნების რაოდენობა. თუკი რამდენიმე წლის წინ აქ ქვევრის ღვინოს წარმოება არ ხდებოდა, ახლა სურათი რადიკალურად იცვლება, რაც ბოლნისის ეკონომიკური განვითარებისთვის ნამდვილადმნიშვნელოვანია. 

ადგილობრივი ხელისუფლება მაქსიმალურად უწყობს ხელს ბოლნისში მეღვინეობის განვითარებას, ასევეაღსანიშნავია ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან დაკავშირებული გეგმები, ბოლნისი ხომისტორიული ძეგლების სიმრავლითა და ლამაზი ბუნებით გამოირჩევა“აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

რწმენის, ერთობისა და შრომის დღესასწაული“- ასე უწოდა ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა დღევანდელ დღეს და აღნიშნა, რომ ნიშანდობლივია პირველი  ვაზის დარგვისა და ღვინის დაგემოვნების ცერემონია, წმინდა ნინოს ხსენების დღეს გაიმართა, რადგან ქართველთა განმანათლებელი სწორედ ვაზით ხელში შემობრძანდა საქართველოში. მეუფე ეფრემმა აკურთხა ეს დღე, დალოცა მეწარმეები და თქვა,   რომ ადგილობრივ ღვინოს მსოფლიო ბაზარზე დიდი მომავალი ექნება.

„ღმერთმა დაგლოცოთ და დალოცოს ყველა მშრომელი ადამიანი, ვინც ამ უდიდეს ეროვნულ და სულიერ საქმეს ემსახურება. განსაკუთრებით მინდა დავლოცო ბოლნისი და ბოლნისელები.  ამ კუთხეში დაიწყო მევენახეობის, განსაკუთრებით, ქვევრის ღვინის დაყენების ახალი ეტაპი, რასაც საფუძველი მისცა ამ მონასტერში აღორძინებულმა მარანმა, რომელიც უკვე ოთხი წელია ფუნქციონირებს“. -აღნიშნა ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა მეუფე ეფრემმა.2018 წელს ბოლნისელი მეღვინეები 35 000 ბოთლი ქვე


  • ბოლნური ღვინის გზა და მევენახეობა-მეღვინეობის ისტორია
  • ბოლნური ღვინის გზა და მევენახეობა-მეღვინეობის ისტორია
  • ბოლნური ღვინის გზა და მევენახეობა-მეღვინეობის ისტორია
  • ბოლნური ღვინის გზა და მევენახეობა-მეღვინეობის ისტორია
  • ბოლნური ღვინის გზა და მევენახეობა-მეღვინეობის ისტორია
  • ბოლნური ღვინის გზა და მევენახეობა-მეღვინეობის ისტორია
  • ბოლნური ღვინის გზა და მევენახეობა-მეღვინეობის ისტორია
  • ბოლნური ღვინის გზა და მევენახეობა-მეღვინეობის ისტორია

KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017

სახელწოდება: ა(ა)იპ "ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტო"
იურიდიული მისამართი: ქ. რუსთავი, კოსტავას გამზ. #1
ხელმძღვანელი პირი: აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ღურწკაია
საიდენტიფიკაციო ნომერი: 416301978
ტელეფონი: +995 577 20 55 30
ელ.ფოსტა: info@kkrda.ge