კომპანია ,,პლანტა'გარდაბანში
24.01.2024


გარდაბანში „პლანტას“ სასათბურე მეურნეობა საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი წარმატებული საინვესტიციო პროექტია, რომლის იდეაზე მუშაობა ფონდმა 2014 წელს, სასათბურე მეურნეობის დარგში წამყვან ევროპულ კომპანია რიშელ ჯგუფთან (Richel Group) ერთად დაიწყო. კომპანიებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი 2014 წლის 13 მაისს, ქ. თბილისში, საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში გამართულ საფრანგეთი-საქართველოს ეკონომიკურ ფორუმზე გაფორმდა. პროექტის პირველი ფაზა რიშელ ჯგუფთან (Richel Group) თანამშრომლობით, 2015 წლის გაზაფხულზე დასრულდა, რომლის ფარგლებში 10 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ინვესტიცია განხორციელდა და 4.4 ჰა სასათბურე კომპლექსი აშენდა.

2016 წელს პროექტის მეორე ფაზა განახორციელდა და „პლანტას“ სასათბურე მეურნეობა 12 ჰექტარამდე გაფართოვდა. ფონდმა მეორე ფაზის ფარგლებში კიდევ ერთ პარტნიორთან, სასათბურე მეურნეობის დარგში ასევე წამყვან ევროპულ კომპანია სერტონთან (Certhon) ითანამშრომლა. პროექტის ფარგლებში განხორციელებული ინვესტიცია $22.2 მლნ ამერიკულ დოლარამდე გაიზარდა.


სათბურეში წარმოების პროცესი მიმდინარეობს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, მაღალკვალიფიციური ჰოლანდიელი და ფრანგი აგროინჟინრების, ტექნოლოგების და ბიოლოგების ზედამხედველობით. მოსავლის აღება ხდება ყოველდღიურად. შესაბამისად, მომხმარებლებს მიეწოდებათ უმაღლესი ხარისხის, ყოველდღიურად ახალი პროდუქტი.
ევროპული დანადგარებით აღჭურვილ, მაღალტექნოლოგიურ სასათბურე კომპლექსში წარმოებული ბოსტნეული კულტურები ბაზარზე „პლანტას“ სავაჭრო ნიშნით არის
დღეისთვის „პლანტას“ ბოსტნეული კულტურების შეძენა თბილისის ყველა მსხვილ სუპერმარკეტსა და ხილ-ბოსტნეულის მაღაზიაში არის შესაძლებელი. პროდუქციის ნაწილი წარმოდგენილია საექსპორტო ბაზარზეც
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობით გარდაბნის მუნიციპალიტეტში შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები.  „პლანტას“ სათბურებში დასაქმებულია  ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა.
გრძელვადიან პერიოდში სასათბურე მეურნეობა შეიძლება 35 ჰა-მდე გაფართოვდეს, რაც ინვესტიციის $40 მლნ ამერიკულ დოლარამდე გაზრდას გულისხმობს.
„პლანტას“ სათბურის საინვესტიციო პროექტის განხორციელებით ფონდი ხელს უწყობს ადგილობრივი წარმოების განვითარებას და იმპორტის შემცირებას. ფონდის ხელმძღვანელების განცხადებით ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლება იმისთვის, რომ ქართულმა პროდუქციამ მაქსიმალურად გაუწიოს კონკურენცია მეზობელი ქვეყნებიდან იმპორტირებულს.


  • კომპანია ,,პლანტა'გარდაბანში
  • კომპანია ,,პლანტა'გარდაბანში
  • კომპანია ,,პლანტა'გარდაბანში
  • კომპანია ,,პლანტა'გარდაბანში
  • კომპანია ,,პლანტა'გარდაბანში
  • კომპანია ,,პლანტა'გარდაბანში

KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017

სახელწოდება: ა(ა)იპ "ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტო"
იურიდიული მისამართი: ქ. რუსთავი, კოსტავას გამზ. #1
ხელმძღვანელი პირი: აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ღურწკაია
საიდენტიფიკაციო ნომერი: 416301978
ტელეფონი: +995 577 20 55 30
ელ.ფოსტა: info@kkrda.ge