გარდაბანში რძის გადამამუშავებელი ახალი საწარმო - შპს „თელეთის ყველი გაიხსნა
30.11.2017


გარდაბანში რძის გადამამუშავებელი ახალი საწარმო - შპს „თელეთის ყველი გაიხსნა, რომელიც „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. ჯამურად განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 366 010 აშშ დოლარს შეადგენს, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება 146 404 აშშ დოლარია. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია აწარმოებს სხვადასხვა დასახელების ყველს, მათ შორის დავარგებული ყველის რამდენიმე სახეობას, რისთვისაც კომპანია მხოლოდ ადგილობრივ ნედლეულს იყენებს. პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზეა გათვლილი. საწარმოში 20 ადამიანია დასაქმებული. საწარმო შექმნილია სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვით. კომპანია სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მხარდაჭერით გეგმავს სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სისტემის HACCP-ის დანერგვას. სამინისტროს განცხადებით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ განხორციელებულია „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში დაფინანსდა 165 ახალი და 750-ზე მეტი მოქმედი საწარმო. ქვემო-ქართლის რეგიონში შეიქმნა 20 ახალი და გადაიარაღდა/გაფართოვდა 131 საწარმო.


  • გარდაბანში რძის გადამამუშავებელი ახალი საწარმო - შპს „თელეთის ყველი გაიხსნა

KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017

სახელწოდება: ა(ა)იპ "ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტო"
იურიდიული მისამართი: ქ. რუსთავი, კოსტავას გამზ. #1
ხელმძღვანელი პირი: აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ღურწკაია
საიდენტიფიკაციო ნომერი: 416301978
ტელეფონი: +995 577 20 55 30
ელ.ფოსტა: info@kkrda.ge