2023 წლის 7 აპრილს ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები ქ.თბილისში სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის ორგანიზებით გამართულ საქართველო-სომხეთის ბიზნეს ფორუმს დაესწრნენ.
ქართველ მეწარმეებთან ბიზნეს კავშირების დამყარების მიზნით ფორუმში მონაწილეობა მიიღო 100-ზე მეტმა სომხურმა კომპანიამ.
ფორუმი საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გახსნა.
მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ, სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა გნელ სანოსიანმა, სომხეთის ელჩმა საქართველოში აშოტ სმბატიანმა, ,,აწარმოეს სომხეთში“-ს გენერალურმა დირექტორმა ლევონ ოჰანესიანმა და „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლებმა.
ღონისძიების მეორე ნაწილში მოეწყო პრეზენტაციები საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე და სომხეთის შესაძლებლობებზე ლოგისტიკური და ექსპორტის მიმართულებით.
ფორუმის ფარგლებში ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა მიეცათ ბიზნეს კავშირები დაემყარებინათ სომხურ კომპანიებთან და განეხილათ სამომავლო თანამშრომლობისა და პოტენციური პარტნიორობის პერსპექტივები.
KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017