2025 წლის 20-23 მაისს ა(ა).ი.პ. ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ღურწკაია და ამავე სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე რამინ ისმაილოვი საქართველოს სავაჭრო პალატის მიწვევით საქართველო-უზბეკეთის ბიზნეს ფორუმში მონაწილეობის მისაღებად ქართულ ბიზნეს დელეგაციასთან ერთად უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში იმყოფებოდნენ. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო 60-მდე წამყვანმა ქართულმა კომპანიამ სხვადასხვა სექტორებიდან: სოფლის მეურნეობა | კვების მრეწველობა | მშენებლობა | ლოგისტიკა | IT | ტურიზმი | ჯანდაცვა | ფინანსური სექტორი და სხვა.უზბეკეთის მხრიდან მონაწილეობდა 200-მდე კომპანია და საჯარო სექტორის წარმომადგენლები. უზბეკეთის ბიზნეს წრეებს გააცნეს საქართველოში, მათ შორის ქვემო ქართლის რეგიონში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობები. ფორუმის ფარგლებში ქართული კომპანიების წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ ორმხრივ ბიზნეს შეხვედრებში, დაემყარებინათ კავშირები მსხვილ უზბეკურ კომპანიებთან, განეხილათ საინვესტიციო შესაძლებლობები, სამომავლო თანამშრომლობისა და პოტენციური პარტნიორობის პერსპექტივები.
KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017