2025 წლის 16 ივლისს ,,ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს’’ წარმომადგენლები საქართველოს სავაჭრო- სამრეწველო პალატის ორგანიზებით გამართულ საქართველო-თურქეთის ორმხრივ ბიზნეს ფორუმს დაესწრნენ.
ფორუმში მონაწილეობას იღებდნენ: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრი ომერ ბოლათი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია, თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს პრეზიდენტი ნაილ ოლფაქი და სხვები.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 250-ზე მეტმა კომპანიამ — მათ შორის 150-მდე საქართველოდან და 70-მდე კომპანიამ თურქეთიდან ბიზნესის შემდეგი სექტორებიდან: მშენებლობა | ლოგისტიკა | ენერგეტიკა | ფინანსები | გემთმშენებლობა და რესტავრაცია | ტექსტილი | IT სერვისები | ვაჭრობა | ტურიზმი | მედიცინა და ფარმაცია.
ფორუმის ფარგლებში გაიმართა B2B შეხვედრები, სადაც განხილული იქნა თანამშრომლობის შესაძლებლობები, საინვესტიციო ინტერესები და პარტნიორობის განვითარების გზები.
KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017