2025 წლის 13 ნოემბერს ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი გოჩა ლორია რუსთავის საკრებულოში რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა რეხვიაშვილის ინიციატივით ქ.რუსთავში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრას დაესწრო. შეხვედრას ესწრებოდნენ რუსთავის საკრებულოს დეპუტატები, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს და რუსთავის მერიის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2020 წლის შემდეგ რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმის მოთხოვნის შესაბამისად, ქალაქში არსებული საწარმოების უმრავლესობაში თვითმონიტორინგის და თანამედროვე ფილტრაციის სისტემების დამონტაჟების და გაუმჯობესების დინამიკის მიუხედავად, რუსთავში ეკოლოგიური მდგომარეობა კვლავ გამოწვევად რჩება. დამსწრეთა განაცხადებით შეხვედრის მიზანი რუსთავის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება და არა საწარმოების დახურვა ან დაჯარიმებაა.
შეხვედრაზე კომპეტენციების ფარგლებში მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017