შეხვედრა რუსთავის საკრებულოში
05.12.2025


2025 წლის 05 დეკემბერს ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი გრიგოლ ზერაგია და აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე რამინ ისმაილოვი რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილს და მის მოადგილეებს შეხვდნენ. შეხვედრაზე განხილული იქნა რუსთავის მერიასთან, რუსთავის საკრებულოსთან და გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად ქალაქში შექმნილი ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორების მიზნით დაგეგმილ კომპლექსურ ღონისძიებებში ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს ჩართვის საკითხი.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2020 წლის შემდეგ რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმის მოთხოვნის შესაბამისად, ქალაქში არსებული საწარმოების უმრავლესობაში თვითმონიტორინგის და თანამედროვე ფილტრაციის სისტემების დამონტაჟების და გაუმჯობესების დინამიკის მიუხედავად, რუსთავში ეკოლოგიური მდგომარეობა კვლავ გამოწვევად რჩება. დამსწრეთა განაცხადებით შეხვედრის მიზანი რუსთავის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

ქვემო ქართლის განვითარების სააგენტო მოკლე დროში მიაწვდის რუსთავის საკრებულოს დეტალურ ონფორმაციას რუსთავის საწარმოო ზონაში არსებულ ყველა საწარმოზე.

 


  • შეხვედრა რუსთავის საკრებულოში
  • შეხვედრა რუსთავის საკრებულოში
  • შეხვედრა რუსთავის საკრებულოში

KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017

სახელწოდება: ა(ა)იპ "ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტო"
იურიდიული მისამართი: ქ. რუსთავი, კოსტავას გამზ. #1
ხელმძღვანელი პირი: აღმასრულებელი დირექტორი გრიგოლ ზერაგია
საიდენტიფიკაციო ნომერი: 416301978
ტელეფონი: +995 595 75 52 53
ელ.ფოსტა: info@kkrda.ge