2026 წლის 3 თებერვალს ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი გრიგოლ ზერაგია, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, სახელმწიფო რწმუნებულ ილია ჯალაღანიასა და “საქართველოს გიდების ასოციაციის ხელმძღვანელ “ ქეთი მელაძეს შორის გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვემო ქართლის ტურისტული პოტენციალის ეფექტიან გამოყენებაზე და რეგიონის განვითარების რეალურ პერსპექტივებზე.
განხილულ იქნა კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც ხელს შეუწყობს ტურისტული მიმზიდველობის ზრდას, ახალი მარშრუტების შექმნას და მათ პოპულარიზაციას.
აღინიშნა, რომ ქვემო ქართლის ცნობადობის გაზრდა და მისი ღირსეული წარმოჩენა საქართველოს ტურისტულ რუკაზე ერთ- ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.
რეგიონს აქვს უნიკალური კულტურული და ბუნებრივი რესურსები, რომელთა სწორად მართვა და მიზნობრივი პოპულარიზაცია მნიშვნელოვნად დააჩქარებს მის განვითარებას.
KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017